|
2022-05-12 11:04:32, 1046 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეაში პირველად დაადასტურეს COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა
ჩრდილოეთ კორეამ COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურა. მათი შეფასებით, ეს „უმძიმესი საგანგებო მდგომარეობა". აღნიშნულის შესახებ ინფრომაციას Reuter-ი ავრცელებს ჩრდილოეთ კოერის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსის ომიკრონი ვარიანტი იქნა აღმოჩენილი. გარდა ამისა, მარტის მდგომარეობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და არ არსებობს ოფიციალური ჩანაწერი იმის შესახებ, თუ როგორი ტემპით მიმდინარეობდა მოსახლეობის ვაქცინაცია. „8 მაისს აღებული ნიმუშები ფხენიანში მცხოვრები ადამიანებისგან, რომლებსაც სიცხე ჰქონდათ, აჩვენეს ომიკრონის ვირუსის ქვევარიანტი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც BA.2,“- აღნიშნულია მოხსენებაში. ამასთან ერთად, ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რეგიონებში მკაცრი ლოკდაუნის ბრძანება გასცა. სამთავრობო მედიის ცნობით, მობილიზებული იქნება საგანგებო სიტუაციისთვის განკუთვნილი მედიკამენტების მარაგები. იმის მიუხედავად, რომ ჩრდილოეთს არასოდეს დაუდასტურებია კორონა ვირუსის არც ერთი შემთხვევა, სამხრეთ კორეისა და შეერთებულ შტატების ოფიციალური წარმომადგენლები ეჭვობდნენ, რომ ქვეყანა არ არის დაცული COVID-ისგან, რადგან ომიკრონ ვარიანტის შემთხვევები ფართოდ დაფიქსირდა მეზობელ სამხრეთ კორეასა და ჩინეთში. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიის გამოცხადებიდან ორი წლის განმავლობაში, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში მანამდე კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)