|
2022-05-11 18:41:16, 1550 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ელჩისთვის საღებავის შესხმის გამო რუსეთი პოლონეთისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთის ელჩ კშიშტოფ კრაევსკისგან რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელზე თავდასხმის გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამის შესახებ ინფრომაციას რუსეთის დიპლომატიური სამსახური თავის ვებგვერდზე აქვეყნებს. მოსკოვი ამ ინციდენტს ვენის კონვენციის უხეში დარღვევად მიიჩნევს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთმა არ შეასრულა ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება - არ უზრუნველყო რუსი დიპლომატების იმუნიტეტი. „კრაევსკის უთხრეს, რომ რუსული მხარე ელოდა პოლონეთის ხელმძღვანელობის ოფიციალურ ბოდიშს მომხდართან დაკავშირებით და მოითხოვა რუსეთის ელჩისა და პოლონეთში რუსეთის საგარეო მისიების ყველა თანამშრომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია განცხადებაში. გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით, რუსეთის შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება ვარშავის რეაქციაზე ამ მოთხოვნაზე. შეგახსენებთ, რომ 9 მაისს რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი მივიდა ვარშავაში, რათს საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალი ყვავილებით შეემკო. სასაფლაოზე ანდრეევი აგრესიულმა პოლონელებმა და უკრაინელებმა „დაბლოკეს“, რომლებიც შეურაცხმყოფელ ლოზუნგებს ყვიროდნენ, შემდეგ კი წითელი საღებავი შეასხეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)