18:26 - 22 Jul, 2026
|
2022-05-11 18:02:38, 783 ნახვა
მსოფლიო
ჩეხეთის პრეზიდენტმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მოქალაქეების შესვლას მხარი დაუჭირა
ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა მხარი დაუჭირა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ჩეხეთის რესპუბლიკის 103 მოქალაქის შესვლას. ამის შესახებ პრეზიდენტის სპიკერმა Twitter-ზე დაწერა. მან დასძინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებასა ხელი პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ უნდა მოაწეროს. "მილოშ ზემანმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას დააკმაყოფილოს 103 მოქალაქის განცხადება, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში შესვლის თაობაზე,"- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში. მარტის დასაწყისში მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 600-ზე მეტი ჩეხი მოხალისედ შეუერთდა უკრაინის საერთაშორისო ლეგიონს.ჩეხეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა კანონით არ დაესაჯა მოქალაქეები, რომლებიც უკრაინაში საბრძოლველად მიდიან რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)