|
2022-05-11 13:16:25, 1308 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - ჩვენ დავკარგეთ დრო, იარაღის მოწოდებას დასავლეთი დიდი ხნის განმავლობაში არიდებდა თავს
უკრაინა დასავლეთის მხრიდან შეიარაღების მიწოდების საკითხზე აქტიურ მოლაპარაკებებს რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრამდეც აწარმოებდა, მაგრამ პარტნიორები ამ ნაბიჯის გადადგმას თავს არიდებდნენ, დრო დაიკარგა,- აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, Politico- სთვის მიცემულ ინტერვიუში. კულებას თქმით შეიარაღების მიღებასთასთან დაკავშირებით თებერვლის ბოლოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან ისაუბრა. "ვუთხარი, რომ, ალბათ, საბოლოოდ დადგა დრო, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემა „პატრიოტი“ მიეცათ, მან თქვა: „დიმიტრი, პრინციპში, ეს შეიძლება მოხდეს. მაგრამ სულ მცირე ორი-სამი თვეა საჭირო იმისთვის, რომ თქვენს ხალხს მათი გამოყენება ასწავლოთ“, - განაცხადა მინისტრმა. კულებამ აღნიშნა, რომ ომის კურსი განსხვავებული იქნებოდა, თუ უკრაინა საჭირო იარაღს დროულად მიიღებდა. „რომ არ დაგვჭირვებოდა პარტნიორებისთვის საათობითა და დღეების განმავლობაში ახსნა, თუ რატომ გვჭირდებოდა ეს კონკრეტული იარაღი და არა სხვა, ჩვენ უკვე მივიღებდით და ყველას ვასწავლიდით მის გამოყენებას. სიტუაცია სულ სხვანაირი იქნებოდა, ბევრად უკეთესი, ჩვენ ყველამ დავკარგეთ დრო და მივეცით პუტინს საშუალება მიეღო ის, რაც არ უნდა მიეღო“, - განაცხადა კულებამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)