|
2022-05-11 11:06:15, 1124 ნახვა
მსოფლიო
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 226 ბავშვი დაიღუპა, 417 კი დაშავდა
რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ომს 226 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 417 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრინის პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში - 139, კიევში - 116, ხარკოვში - 99, ჩერნიგოვს - 68, ხერსონში - 46, მიკოლაევში - 44, ლუგანსკში - 45, ზაპოროჟიეში - 28, სუმიში - 17, კიევში - 16 - ჟიტომირში - 15. რუსი დამპყრობლების მიერ ხარკოვში, ფელდმანის ეკოპარკში ცეცხლის გახსნას, მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)