|
2022-05-11 09:50:47, 1084 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 40 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება დაამტკიცა
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 40 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კონგრესი იბრძვის სამხედრო დახმარების შესანარჩუნებლად და კიევის მთავრობის გასაძლიერებლად, რადგან ის ებრძვის რუსეთის შემოჭრას. პალატამ უკრაინის ხარჯების შესახებ კანონპროექტი 368-ის ხმით დაამტკიცა, რომლის წინააღმდეგაც 57 რესპუბლიკელი წავიდა. ბაიდენმა მოუწოდა კონგრესს სწრაფი ნაბიჯის გადადგმისაკენ, რათა მან ხელი მოაწეროს კანონპროექტს მანამ, სანამ უკრაინის თავდაცვის არსებული დახმარება მაისში ამოეწურება. ცნობისთვის, ორი კვირის წინ, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს სთხოვა დაემტკიცებინა დამატებითი 33 მილიარდი დოლარის დახმარება უკრაინისთვის, მაგრამ კანონმდებლებმა გადაწყვიტეს გაეზარდათ სამხედრო და ჰუმანიტარული დაფინანსება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)