19:38 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-10 16:45:40, 1116 ნახვა

მსოფლიო
უნგრეთი მზადაა მხარი დაუჭეროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას

როცა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მსჯელობას დაიწყებენ, უნგრეთი მხარს დაუჭერს მას,- ამის შესახებ უნგრეთის ელჩმა უკრაინაში იშტვან იჯარტომ ტელეკომპანია Espresso-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ბუდაპეშტი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის ფონზე და უკრაინელი სამხედროების მკურნალობაში დაეხმარება.

„მე ასევე ვთავაზობ მომავალზე ვიფიქროთ. უკრაინას ახლა უჭირს საქონლის ექსპორტის ტრანსპორტირება, რადგან, მოგეხსენებათ, ოკუპაციის გამო ბევრი საზღვაო პორტი მიუწვდომელია. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ უკრაინას სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებაში. ჩემი აზრით, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა წინ და ჩვენ სრულად მზად ვართ თანამშრომლობისთვის", - განაცხადა დიპლომატმა.

გარდა ამისა, უნგრეთის ელჩის განცხადებით უკრაინისთვის ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებია. „ახლა სრულად ვართ ორიენტირებული, ამ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერაზე“, - დასძინა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთი მხარს არ უჭერს უკრაინის თავზე ცის დახურვას, უარს ამბობს ტერიტორიის მიცემაზე უკრაინაში სამხედრო დახმარების გადაცემისთვის და ეწინააღმდეგება რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
NGO-ები: საგანგაშოდ მივიჩნევთ ვახო სანაიას დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics