|
2022-05-10 14:57:33, 783 ნახვა
მსოფლიო
ლიეტუვის სეიმი რუსეთს ტერორისრულ სახელმწიფოს უწოდებს
ლიეტუვის სეიმმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდად აღიარებს და რუსეთს, ტერორიზმის მხარდამჭერ და განმახორციელებელ სახელმწიფოს უწოდებს.ამის შესახებ Delfi იუწყება. სეიმმა რეზოლუციას მხარი ერთხმად -128 ხმით დაუჭირა. დოკუმენტის მიხედვით, რუსული ძალების ქმედებები განიხილება, როგორც უკრაინელი ერის სრული ან ნაწილობრივი განადგურება. ფიქსირდება მშვიდობიანი მოქალაქეების,მათ შორის ბავშვების,მკვლელობის, მათი გატაცების, წამების, გაუპატიურების, მოკლულთა და წამებულთა ცხედრების შეურაცხყოფის შემთხვევები. „ლიეტუვის სეიმი აღიარებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების და მისი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ უკრაინელი ხალხის გენოციდის სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს“, - ნათქვამია რეზოლუციაში. დოკუმენტის მიხედვით,საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შექმნას სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი, რათა რუსეთის აგრესია სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ გამოიძიოს და შეაფასოს. შეგახსენებთ, რომ ესტონეთის პარლამენტმა მიიღო განცხადება, რომელშიც აღიარებს რუსეთის შეიარაღებული ძალების და სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ქმედებებს, როგორც გენოციდს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. მანამდე ესტონეთის პარლამენტმა მიიღო განცხადება, რომელშიც აღიარებს რუსეთის შეიარაღებული ძალების და სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ქმედებებს, როგორც გენოციდს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და მოუწოდებს მხარი დაუჭიროს ამ დანაშაულების გამოძიებას. ანალოგიური რეზოლუცია დაამტკიცა ლატვიის სეიმმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)