|
2022-05-10 11:25:00, 1491 ნახვა
საზოგადოება
Social Impact Award 2022 საკონკურსო ნაწილი იწყება
Impact Hub Tbilisi, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის საკონკურსო ნაწილს იწყებს. დაინტერესებულმა მონაწილეებმა სოციალური ბიზნესიდეები, პროექტის სახით, ონლაინ პლატფორმაზე უნდა წარადგინონ: https://apply.socialimpactaward.net/georgia/. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 27 მაისი. პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები უკვე გაიმართა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. სამუშაო სესიებზე მონაწილეებმა იმუშავეს იდეების გენერირებაზე, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაზე. პროგრამის შემდეგ ეტაპზე, შემოსული განაცხადების საფუძველზე, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული 6 ფინალისტი გუნდი გაივლის ორთვიან ინკუბაციას და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით დახვეწენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და მოემზადებიან ფინალისთვის. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე, რომელიც წელს ვენაში (ავსტრიაში) გაიმართება. სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 20-მდე ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. იმფაქთ ჰაბ თბილისმა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეექვსე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1200+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 130-მდე ახალგაზრდამ (40 გუნდი), გამოვლინდა 20 გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცა დაფინანსება სოციალური ბიზნესსაქმიანობის წამოსაწყებად. ყველა გამარჯვებული პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. პროგრამა ხორციელდება „თიბისის“ პროგრამა სტარტაპერისა და Mercy Corps-ის მხარდაჭერით.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)