|
2022-05-09 13:53:40, 1282 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ვიცე-პრემიერი: მიმდინარეობს მუშაობა ახალი თაობის ჰიპერბგერითი რაკეტების შესაქმნელად
რუსეთის ვიცე-პრემიერის,იური ბორისოვის თქმით, ქვეყანა ჰიპერბგერითი რაკეტების ახალ თაობას ავითარებს,რომელსაც შეტევის განახორციელება ნებისმიერო ადგილიდან - ხმელეთიდან, ჰაერიდან ან ზღვიდან შეუძლია. იური ბორისოვმა საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ იარაღი შეერთებული შტატების მარაგებთან კონკურენციის მიზნით მუშავდება. „მიმდინარეობს მუშაობა ახალი თაობის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ჰიპერბგერითი რაკეტების შესაქმნელად. მათი მახასიათებლებით ისინი გადააჭარბებენ წამყვანი სახელმწიფოების არსებულ და პერსპექტიულ განვითარებას. მომავალში ჩვენ ვაპირებთ ჰიპერბგერითი იარაღის დიაპაზონის გაზრდას, ვიცე-პრემიერმა ასევე დაადასტურა, რომ რუსეთს აქვს საკმარისი მაღალი სიზუსტის რაკეტები და საბრძოლო მასალა იმისთვის, რომ "ქვეყნის შეიარაღებულ ძალებზე დაკისრებული ყველა დავალება შეასრულოს." ახალი თაობის ჰიპერბგერითი იარაღის შემუშავების შესახებ ინფორმაცია თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ 2021 წლის აგვისტოში გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)