|
2022-05-09 11:34:30, 1019 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით, გავაგრძელებთ თავდაცვის უფლების გამოყენებაში დახმარებას
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთის ლიდერს, ნაციზმზე გამარჯვების დღეს დაასრულოს ომი უკრაინაში. მან გერმანულ გაზეთ Die Welt-ს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს. სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი რეგულარულად იყენებდა 9 მაისის გამოსვლას დასავლეთის შესახებ სიცრუის გასავრცელებლად და ნატოს გასაკრიტიკებლად. „მოველით, რომ პუტინი 9 მაისს კვლავ გაავრცელებს სიცრუეს ნატოზე და მთლიანად დასავლეთზე ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით და გავაგრძელებთ ქვეყნის დახმარებას თავდაცვის უფლების გამოყენებაში“, - განაცხადა მან. სტოლტენბერგმა უარყო რუსეთის პრეტენზიები იმის შესახებ, რომ ნატო აგრესიულად მოქმედებს და ამტკიცებს, რომ ეს არის თავდაცვითი ალიანსი, რომელიც შექმნილია მშვიდობის უზრუნველსაყოფად, თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებების მხარდასაჭერად.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)