|
2022-05-09 10:42:59, 1068 ნახვა
მსოფლიო
ჯოზეფ ბორელი - რუსეთისთვის ჩამორთმეული თანხები უკრაინის აღდგენისთვის უნდა გამოვიყენოთ
ევროკავშირის პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის მთავრობებმა უნდა განიხილონ მათ იურისდიქციაში მყოფი უცხოური ვალუტის რეზერვების და სხვა გაყინული რუსული რესურსების უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის გამოყენება. ამის შესახებ ევროკავშირის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა მისი თქმით, წარსულში შეერთებულმა შტატებმა ავღანეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი მილიარდობით დოლარის აქტივები ტერორიზმის მსხვერპლთა კომპენსაციისთვის და ჰუმანიტარული დახმარებისთვის გამოიყენა, ლოგიკური იქნებოდა მსგავსი ნაბიჯების განხილვა რუსეთის რეზერვებთან მიმართებაში. |"მე ძალიან მომხრე ვიქნებოდი, რადგან ეს სავსეა ლოგიკით.ჩვენ ჯიბეებში გვაქვს ფული და ვიღაცამ უნდა ამიხსნას, რატომ არის ეს კარგი იდეა ავღანური ფულისთვის და ცუდი რუსული ფულისთვის.ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური კითხვა მაგიდაზე: ვინ გადაიხდის უკრაინის რეკონსტრუქციას? თქვა ბორელმა,"- აღნიშნავს ჯოზეფ ბორელი. რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში ევროკავშირმა და მისმა მოკავშირეებმა გაყინეს ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების სავალუტო რეზერვები, რომლებიც განთავსებული იყო რუსეთის ცენტრალური ბანკის ანგარიშებზე. რუსეთმა მარტში განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკის სანქციებმა გაყინა დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი მისი ოქროსა და სავალუტო რეზერვიდან, რაც ჯამში 600 მილიარდ დოლარზე მეტია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)