19:38 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-08 17:04:13, 2120 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - ზოგიერთი ქვეყანა რუსეთის მიერ მოპარული უკრაინული მარცვლეულის შეძენას ცდილობს

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ზოგიერთი ქვეყანა რუსეთის მიერ,  უკრაინიდან მოპარული, მარცვლეულის შეძენას ცდილობს. 

პრეზიდენტმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ცნობები, რომ რუსი სამხედროები დიდი რაოდენობით მარცვლეულს იპარავენ უკრაინელი მოქალაქეებისგან.

„არ მინდა დავასახელო კონკრეტული ქვეყნები, რომლებიც ჩვენს ზურგს უკან აწყობენ გარიგებებს ჩვენი მარცვლეულის რუსეთიდან შესაძენად. თუ ისინი ამას გააკეთებენ, რა თქმა უნდა, ჩვენ გეტყვით.” - განუცხადა ზელენსკიმ Fox News-ს

 შეგახსენებთ, რომ უკრაინის პორტებში თითქმის ოთხნახევარი მილიონი ტონა მარცვლეული ბლოკირებულია, რადგან რუსეთის შეჭრის შემდეგ, საზღვაო გზები დაკეტილია და პროდუქციის ექსპორტი შეუძლებელია, - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენელმა, მარტინ ფრიკმა განაცხადა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
NGO-ები: საგანგაშოდ მივიჩნევთ ვახო სანაიას დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics