23:10 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-07 18:39:51, 1261 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ სკრინინგ ცენტრში ოჯახის ექიმებისთვის ტრენინგი ჩატარდა

ეროვნული სკრინინგ ცენტრი, ახალი პროექტის ფარგლებში, ტრენინგების ჩატარებას განაგრძობს. ამჯერად, სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ ოჯახის ექიმებმა სკრინინგ ცენტრის მუშაობის შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიიღეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტი გულისხმობს ოჯახის ექიმების ჩართვას კიბოს სკრინინგულ პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც, გაიმართა ჰიბრიდულ-ციფრული და ფიზიკურ ფორმატში შეხვედრა.

„ოჯახის ექიმებს მიეწოდათ ინფორმაცია კიბოს სკრინინგის პროგრამის მნიშვნელობასა და პაციენტების სკრინინგის პროგრამაში ჩართვაზე.  ასევე, ექიმებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე გასცნობოდნენ ეროვნული სკრინინგ ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და იმ პროცედურებს, რასაც სკრინინგში მოსული პაციენტი გადის.“- აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ.

აღნიშნულ პროექტს ეროვნული სკრინინგ ცენტრი სადაზღვევო კომპანია „ირაოსთან“ ერთად ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics