|
2022-05-07 14:16:37, 1111 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია ბაქოში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ქ. ბაქოში გამართულ მინისტერიალის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორს, ქიუ დონგუსს შეხვდა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა FAO-სა და საქართველოს მთავრობას შორის მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას. ოთარ შამუგიამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით, გენერალურ დირექტორს მადლობა გადაუხადა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში საქართველოს მთავრობის მუდმივი მხარდაჭერისათვის. „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ FAO-ს მხარდაჭერით. ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა გამორჩეულია და, ვფიქრობ, ეფექტიანი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო FAO-ს და საქართველოს ერთობლივი მიღწევების მნიშვნელობას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების კუთხით. „ENPARD-ის ფარგლებში, FAO-ს მიერ განხორციელებული აქტივობები მიზნად ისახავს სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებას, სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ხელშეწყობასა და საქართველოს ევროკავშირის სტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერას. FAO-ს გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის მიმართულებით მზარდი პროგრესი სახეზეა. მნიშვნელოვანია, კონკურენტუნარიანი პროდუქციის ხარისხის ზრდისა და შენარჩუნების ტენდენცია. მისივე თქმით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ტექნიკური და მეთოდოლოგიური მიმართულებით.“ - აღნიშნულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში. FAO-ს გენერალურმა დირექტორმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ოთარ შამუგიას სოფლის მეურნეობის სამინისტროში 16 წლიან სამუშაო გამოცდილებას. „თქვენი წინსვლა პროფესიული კარიერის ჩამოყალიბების ნათელი მაგალითია, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა წარმატებას”,- აღნიშნა ქიუ დონგუსმა. უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ ENPARD IV-ის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით, FAO საქართველოში განახორციელებს ფართომასშტაბიან პროექტს, რომლის სრული ღირებულება 10 მილიონი აშშ დოლარია. პროგრამის IV ფაზა საქართველოს დამატებით დახმარებას გაუწევს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვის მხრივ, რათა ქვეყანაში უკეთ იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები და გაიზარდოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის შესაძლებლობა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორთან გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)