|
2022-05-06 17:28:02, 1355 ნახვა
მსოფლიო
Bloomberg - ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო კავშირში მყოფი ალინა კაბაევა ევროკავშირის სანქცირებულთა სიაში მოხვდება
ევროკავშირი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო კავშირში მყოფი ალინა კაბაევასთვის სანქციების დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, კაბაევა „ნაციონალური მედია ჯგუფის" ხელმძღვანელია.ჰოლდინგი წილებს თითქმის ყველა ძირითად რუსულ მედიასაშუალებაში ფლობს. "კაბაევა ხელმძღვანელობს სამთავრობო პროპაგანდას, იგი მხარს უჭერს ქმედებებს,რომლებიც ძირს უთხრის უკრაინის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას,"- ნათქვამია გავრცელებულ დოკუმენტებში. ევროკავშირის წარმომადგენლები მუშაობენ სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომელიც ასევე მოიცავს რუსული ნავთობის ემბარგოს.როგორც ცნობილია, კრემლმა არაერთხელ უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინი რომანტიკულ ურთიერთობაშია კაბაევასთან ან შვილები ჰყავს მასთან. კაბაევა ოლიმპიური ოქროს მედალოსანია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)