|
2022-05-05 17:58:46, 1083 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენპროკურორმა, რუსეთის სავარაუდო ომის დანაშაულებებზე, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მოსმენაზე ჩვენება მისცა
ირინა ვენედიქტოვამ ჩვენება მისცა ჰელსინკის კომისიის მოსმენაზე რუსეთის მიერ უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების შესახებ. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრიანის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მისივე თქმით, ჰელსინკის კომისია არის აშშ-ს სამთავრობო კომისია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებებს, სამხედრო უსაფრთხოებას და ეკონომიკურ თანამშრომლობას 57 ქვეყანაში. „აშშ-ს კონგრესის ჰელსინკის კომისიამ მოსმენა უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებებზე გამართა. მე მივეცი ჩვენება რუსეთის არმიის მიერ ჩვენს მიწაზე ჩადენილი საშინელი სისასტიკის შესახებ: სამოქალაქო ობიექტების განზრახ დაბომბვა, მკვლელობები და წამება, გაუპატიურება, როგორც იარაღი“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)