|
2022-05-05 14:31:48, 1169 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა ქვეყნიდან 7 დანიელი დიპლომატი გააძევა
რუსეთმა მოსკოვში დანიის საელჩოდან შვიდი დიპლომატი გააძევა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Tass რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს. მედიის ცნობით, დანიის ელჩს კარსტენ სონდერგარდს აცნობეს, რომ რუსეთის ფედერაციაში დანიის სამეფოს საელჩოს შვიდი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.ელჩს განუცხადეს რომ „კოპენჰაგენის ღიად ანტირუსული პოლიტიკა“ სერიოზულ ზიანს აყენებს ორმხრივ ურთიერთობებს. „მათ ორ კვირაში უნდა დატოვონ ქვეყანა. ვიზაზე უარი ეთქვა დანიის დიპლომატიური მისიის ერთ-ერთ დიპლომატსაც.სონდერგარდი დღეს რუსეთის დიპლომატიურ ოფისში მიიწვიეს. რუსულმა მხარემ ღიად დაგმო დანიის მიერ, გასულ თვეში, 15 რუსი დიპლომატის გაძევება ქვეყნიდან.კოპენჰაგენის ღიად ანტირუსული პოლიტიკა სერიოზულ ზიანს აყენებს ორმხრივ ურთიერთობებს . "- წერს Tass. შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ დანიამ ქვეყნიდან 15 რუსი დიპლომატი გააძევა და ისინი რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)