|
2022-05-04 12:16:53, 1992 ნახვა
მსოფლიო
ბელორუსი შეიარაღებული ძალების მზადყოფნის მოულოდნელ შემოწმებას ახორციელებს
ბელორუსის შეიარაღებულ ძალებში რეაგირებისა და მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მედიის ცნობით, გასულ ღამეს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ და ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.ქვეყანა რუსეთმა უკრაინაში შეჭრისთვის გამოიყენა, თუმცა თავად ბელარუსი ძალები, ოფიციალურად, ომში არ ჩართულან. „მიმდინარე ღონისძიებები ჯარების მომზადების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა და არანაირ საფრთხეს არ უქმნის არც ევროპულ საზოგადოებას, არც კონკრეტულად მეზობელ ქვეყნებს“, - დასძინა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა. შემოწმების დროს შეფასდება სამხედრო ნაწილების საბრძოლო მზადყოფნამდე მიყვანის, დანიშნულ უბნებზე ლაშქრობისა და საბრძოლო მომზადების ამოცანების შესრულების საკითხები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)