|
2022-05-04 11:43:15, 1246 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი ეტაპობრივად რუსული ნავთობის სრულ აკრძალვას გეგმავს
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ მეექვსე პაკეტის დაწესებისთვს ემზადება, სადაც რუსული ნავთობის სრული აკრძალვა იგეგმება. მისი თქმით, ევროკავშირი ეტაპობრივად რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას შეამცირებს და იმპორტის ალტერნატიულ მარშუტებს შექმნის.სანქციები ასევე შეეხება რუსეთის ეკონომიკას, სამხედროებსა და პროპაგანდას. ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის რუკიდან წაშლა სურს, რაც რუსეთის პრეზიდენტს არ გამოუვა. "ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ემბარგოს გავლენა გლობალურ ბაზარზე.ამგვარად, ჩვენ მაქსიმალურად ვზრდით ზეწოლას რუსეთზე და ამავე დროს მინიმუმამდე ვაყენებთ ზიანს ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს მთელ მსოფლიოში. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ეკონომიკა ძლიერი დარჩეს. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი”, - თქვა მან. ფონ დერ ლეიენმა ასევე დასძინა, რომ ნედლი ნავთობის იმპორტი ეტაპობრივად შეწყდება 2022 წლის ბოლომდე.მას არ უსაუბრია, გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ევროკავშირის წევრ, უნგრეთსა და სლოვაკეთს ნავთობის ემბარგოდან გათავისუფლების უფლება მიეცემა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)