|
2022-05-04 11:40:39, 1259 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესოს
ევროკავშირმა შესაძლოა სანქციები დააწესოს რუსეთის პატრიარქ კირილის წინააღმდეგ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „AFP News Agency“ Twitter-ით ავრცელებს. გამოიცემის თანახმად, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგი დაჟინებით მოითხოვს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის წინააღმდეგ შეზღუდვების შემოღებას, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერის გამო. „დიახ, ასეთი წინადადება არსებობს, მაგრამ რადგან ახლა ერთიანი პოზიცია განიხილება, საბოლოო პასუხი არ გვაქვს, შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება,“- განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მოსკოვის პატრიარქს მწვავედ აკრიტიკებენ რუსული ჯარების ქმედებების მხარდაჭერისა და უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლთა და ტანჯვისადმი დუმილის გამო. ამასთან პატრიარქი ამტკიცებს, რომ რუსეთი თავს არასდროს არავის დასხმია. ის მხოლოდ თავის საზღვრებს იცავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)