21:56 - 22 Jul, 2026
|
2022-05-02 20:12:33, 1385 ნახვა
მსოფლიო
შოლცი პუტინს - დასრულდეს უკრაინაში შეჭრა და უაზრო მკვლელობები
მოვუწოდებ ვლადიმერ პუტინს დაასრულოს რუსეთის უკრაინაში შეჭრა და უაზრო მკვლელობები. - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ავრცელებს. მისივე თქმით, უნდა მივაღწიოთ უკეთეს მომავალს. "მნიშვნელოვანია, ერთად მივაღწიოთ უკეთეს მომავალს, არა ერთმანეთის წინააღმდეგ ომების წარმოებით, არამედ ეკონომიკური და ერთობლივი განვითარების შესაძლებლობით". - განაცხადა შოლცმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)