09:40 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-02 16:43:37, 1719 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი ლავროვის განცხადებაზე - მოსკოვი ეძებს არგუმენტებს უკრაინელების მასობრივი მკვლელობების გასამართლებლად

მოსკოვი ეძებს არგუმენტებს უკრაინელების მასობრივი მკვლელობების გასმართლებლად,- ასე აფასებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, მიხაილო პოდოლიაკი სერგეი ლავროვის განცხადებას.

მისი თქმით, რუსეთი ნაცისტური იდეოლოგიის მემკვიდრეა.

"ლავროვის ღია ანტისემიტური განცხადებები ამტკიცებს იმას, რომ რუსეთი ნაცისტური იდეოლოგიის მემკვიდრეა.ისტორიის გადაწერის მცდელობით მოსკოვი ეძებს არგუმენტებს, რათა უკრაინელების მასობრივი მკვლელობები გაამართლოს",- წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იტალიურ ტელეკომპანია Mediaset-ის ინტერვიუს დროს, შეკითვაზე თუ როგორ შეესაბამება უკრაინის „ნაციფიკაციის“ ბრალდებები იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ებრაელია პასუხობს, რომ "ყველაზე თავგამოდებული ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics