|
2022-05-02 15:44:57, 1507 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - ყველაზე თავგამოდებული ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან
ყველაზე თავგამოდებული ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან,- ასე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იტალიურ ტელეკომპანია Mediaset-ის ინტერვიუს დროს, შეკითვაზე თუ როგორ შეესაბამება უკრაინის „ნაციფიკაციის“ ბრალდებები იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ებრაელია. სერგეი ლავროვმა პარალელი გერმანელ დიქტატორ ადოლფ ჰიტლერთან გაავლო და დასძინა, რომ "მასაც ებრაული სისხლი ჰქონდა". „მერე რა თუ ის ებრაელია, ჰქონდეთ, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი. ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ყველაზე თავგამოდებული ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან,“- განაცხადა ლავროვმა ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)