|
2022-05-02 14:29:03, 2371 ნახვა
მსოფლიო
გერმანია მზად არის რუსული ნავთობის იმპორტის ემბარგოს მხარი დაუჭიროს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბერბოკმა, განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის ევროკავშირის მასშტაბით რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივ ემბარგოს მხარი დაუჭიროს. მან ამ საკითხზე გერმანიის ტელევიზია ARD-თან ინტერვიუში ისაუბრა. მინისტრის თქმით, დაწესებული სანქციები რუსეთს საგრძნობლად დააასუსტებს, რაც მომავალში სამხედრო დაპირისპირებების დაწყების რისკს შეამცირებს. „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში ემბარგო მომდევნო წლების განმავლობაში შევინარჩუნოთ. მხარს ვუჭერთ, რომ თანდათან უარი ვთქვათ რუსულ ნავთობზე და ეს ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტშიც აისახოს”, - განაცხადა ბერბოკმა შეგახსენებთ, რომ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა მოლოდინი გამოთქვა, ,რომ ზაფხულის ბოლომდე გერმანია რუსული ნედლი ნავთობის იმპორტისგან სრულად დამოუკიდებელი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)