21:55 - 22 Jul, 2026
|
2022-05-02 10:57:02, 1638 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ, დანიამ და შვედეთმა მოსკოვიდან ელჩები გაიწვიეს
დანიამ და შვედეთმა რუსეთიდან ელჩები გაიწვია, მას შემდეგ რაც რუსულმა თვითმფრინავებმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვიეს. როგორც დანიისა და შვედეთის ოფიციალურმა უწყებებმა განაცხადეს, რუსული თვითმფრინავი 29 აპრილს დანიის საჰაერო სივრცეში, კუნძულ ბორნჰოლმის აღმოსავლეთით, შევიდა შემდეგ კი შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. „რუსეთმა დანიის საჰაერო სივრცე დაარღვია. ეს არის სრულიად მიუღებელი და განსაკუთრებით შემაშფოთებელი დღევანდელ ვითარებაში“, - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იეპე კოფოდმა. შეგახსენებთ, რომ დანია ნატო-ს წევრი ქვეყანაა. ალიანსში გაწევრიანების საკითხს შვედეთში აქტიურად განიხილავენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)