|
2022-04-30 10:52:33, 1339 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი განიხილავს აშშ-ს რეაქციას პუტინის შესაძლო მონაწილეობაზე G20-ის სამიტში
თეთრ სახლში დისკუსიები მიმდინარეობს ინდონეზიაში G20-ის სამიტში აშშ-ს მონაწილეობის შესახებ, რომელსაც შესაძლოა დაესწროს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიღება უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა. ისინი ახლა მსჯელობენ რუსეთის სამიტზე მოწვევის შედეგებსა და კრემლთან დათმობებზე წასვლაზე. თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის თქმით, დიდი ალბათობით, ინდონეზიამ პუტინი ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე მიიწვია. თუმცა 29 აპრილს ბაიდენმა საჯაროდ გამოხატა წინააღმდეგობა პუტინის მონაწილეობაზე G20-ში. „ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ როგორი იქნება სამიტი, ჯერ კიდევ ექვსი თვე დარჩა. ასე რომ, ჩვენ არ ვიცით... ახლა ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, როგორი იქნება ის“, - განაცხადაა ფსაკიმ. ამასთან ერთად, თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ G20 კოლექტიურად არ განდევნის რუსეთს თავისი რიგებიდან, რადგან გადაწყვეტილების მისაღებად კონსენსუსია საჭირო. შეგახსენებთ, რომ მანამდე პუტინმა მიიღო ინდონეზიის მოწვევა G20-ის სამიტზე, მაგრამ მისვლა ჯერ არ დაუდასტურებია. გარდა ამისა, სამიტში მონაწილეობის მისაღებად ინდონეზიის პრეზიდენტმა ასევე მიიწვია უკრაინის ლიდერი ვოლოდიმერ ზელენსკიც. თუმცა კიდევ 6 აპრილს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ ქვეყანა უარს იტყვის G20-ის შეხვედრებზე, სადაც რუსეთი იქნება წარმოდგენილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)