|
2022-04-30 01:02:48, 1494 ნახვა
მსოფლიო
ალიევი უკრაინას - ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არ დაეთანხმოთ ოკუპაციას
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. ალიევმა საერთაშორისო კონფერენციის „სამხრეთ კავკასია: განვითარება და თანამშრომლობა“ მონაწილეებთან საუბრისას თქვა, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები არ უნდა იყოს დამახინჯებული. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს და ამას ღიად ვაცხადებთ, ხის მიღმა არ ვიმალებით. დიახ, ჩვენ არ უარვყოფთ, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. საერთაშორისო სამართლის პრინციპები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დამახინჯებული პოლიტიკური უპირატესობის გამო“. - განაცხადა ალიევმა. მისი თქმით, საერთაშორისო სამართლის პრინციპები ყველა ქვეყნისთვის სამართლიანი უნდა იყოს. „ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არ დაეთანხმოთ ოკუპაციას“, - ურჩია აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უკრაინას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)