08:15 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-29 22:07:45, 1842 ნახვა

ომი უკრაინაში
პენტაგონი - რუსეთი დონბასის აღების კამპანიაში გრაფიკს ჩამორჩება

რუსული კამპანია დონბასის რეგიონზე კონტროლის დასაკავებლად გეგმის მიღმაა და ნელა მიმდინარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანი ავრცელებს.

პენტაგონის აზრით, უკრაინის ჯარების სასტიკი წინააღმდეგობა და სიფრთხილე რუსეთის მიერ კიევის მარცხის შემდეგ, გამოიწვია რეგიონში "ნელი და არათანაბარი წინსვლა".

"ჩვენ გვჯერა, რომ არსებითად, რასაც ისინი აკეთებენ, აგრძელებენ პირობების შექმნას მდგრადი, უფრო დიდი და ხანგრძლივი შეტევისთვის."- განაცხადა აშშ-ს მაღალჩინოსანმა.

ცნობისთვის, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თქმით, მოსკოვს ახლა უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთში 92 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი ჰყავს, უფრო მეტი კი საზღვრის რუსეთის მხარესაა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics