2022-04-29 17:27:36, 2540 ნახვა
ომი უკრაინაში
აზოვის პოლკმა მარიუპოლში 1157-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი გაანადგურა
აზოვის პოლკის მებრძოლებმა ქალაქ მარიუპოლში 1157-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მოკლეს და რუსული სამხედრო მანქანების დიდი რაოდენობა გაანადგურეს.ამის შესახებ აზოვის მებრძოლები Telegram- ზე გავრცელებულ მიმართვაში საუბრობენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დაბომბვისა და საზღვაო არტილერიის შეტევის მიუხედავად,მარიუპოლის დამცველები მტერსა და მთელს უკრაინას შორის დგანან.
„ოკუპანტების სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, აზოვის პოლკმა დადასტურებული მონაცემებით გაანადგურა 1157 ჯარისკაცი ( კიდევ 840 ჯარისკაცის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის დადასტურებული)“, - ვკითხულობთ აზოვის პოლკის მიერ გავრცელებულ წერილში.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის დაახლოებით 500 დაჭრილი, მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხანაში იმყოფება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,