|
2022-04-28 14:08:05, 1325 ნახვა
მსოფლიო
ამერიკის კონგრესი - მხარს ვუჭერთ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას
ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აშშ-ს მთავრობას, სანქციების შედეგად კონფისკირებული რუსული აქტივების უკრაინის დახმარების მიზნით გამოყენებას სთავაზობს. აღნიშნული ინიციატივის თანახმად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უნდა გადადგას კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა ნაბიჯი, რუსი ოლიგარქებისთვის კორუფციითა და რუსეთის ფედერაციის ლიდერების მხარდაჭერის გამო, მიღებული ფინანსური აქტივების ჩამოსართმევად. „აქტივების გაყიდვიდან შემოსული თანხა უნდა მოხმარდეს უკრაინის აღდგენას, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, ასევე უკრაინელი ლტოლვილების დახმარებას,"- ნათქვამია დოკუმენტში. წარმომადგენელთა პალატის წევრების, ტომ მალინოვსკისა და ჯო უილსონის, ინიციატივას მხარი 417-მა კონგრესმენმა დაუჭირა, რვა - წინააღმდეგი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)