02:37 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-28 14:07:01, 1596 ნახვა

საზოგადოება
სოსო პავლიაშვილი უკრაინის ომში მონაწილე რუსი სამხედროებისთვის გამართულ კონცერტზე იმღერებს

2022 წლის 4 მაისს კრემლის სახელმწიფო სასახლეში სოციალური და პატრიოტული აქციის გალა კონცერტი „გმადლობთ ერთგულებისთვის, შთამომავლებო!“ გაიმართება, რომელში მონაწილეობას სოსო პავლიაშვილიც მიიღებს,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის აპარატი ავრცელებს.

„დიდ სამამულო ომში ჩვენი ხალხის ვაჟკაცობისა და გმირობის ხსოვნის შესანარჩუნებლად და ახალგაზრდა თაობაში სწორი ღირებულებითი ორიენტაციების ჩამოყალიბების მიზნით, გამართავს აქციას "გმადლობთ თქვენი ერთგულებისთვის, შთამომავლებო!," - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთანავე, ღონისძიების საპატიო სტუმრები იქნებიან წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმის მონაწილეები, დიდი სამამულო ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები, უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაციის მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები.

აქციის ფარგლებში უკრაინაში სპეცოპერაციაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს კი პატივისცემის ნიშნად დაჯილდოებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics