|
2022-04-27 12:18:55, 1361 ნახვა
საზოგადოება
ბალტიისპირეთში ტურისტულ კომპანიებთან შეხვედრები მიმდინარეობს
ბალტიისპირეთიდან საქართველოში ტურისტების მოზიდვის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები და პრეზენტაციები დაიწყეს. ვილნიუსში ლიეტუველ ტუროპერატორებთან გამართულ შეხვედრაზე, უწყების წარმომადგენლებმა სტუმრებს აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების, ასევე საქართველოს Mice ტურიზმის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მიმდინარე წელს, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნიდან ბათუმის მიმართულებით დაგეგმილ პირდაპირ ფრენებზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებას საქართველოდან სპეციალურად შეხვედრისთვის ჩასული ქართული ტურისტული კომპანიებისა და მსხვილი სასტუმრო ქსელების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ლიეტუველ კოლეგებთან ურთიერთანამშრომლობისა და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს. ლიეტუვას დედაქალაქში გამართულ ღონისძიებაში საქართველოს ელჩი ლიეტუვაში სალომე შაფაქიძე და "ეარ ბალტიკის" წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ორივე ქვეყნის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს დაგეგმილ ფრენებზე, საქართველოს ტურისტულ პროდუქტებსა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე ესაუბრეს. საქართველოს დელეგაცია ქვეყანაში ტურისტების მოზიდვისა და საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით ბალტიისპირეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. შემდეგი ვიზიტები ესტონეთსა და ლატვიაშია დაგეგმილი.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)