|
2022-04-23 13:05:05, 1527 ნახვა
მსოფლიო
კანადა აცხადებს, რომ G20 ვერ იმუშავებს რუსეთთან ერთად
დიდი ოცეულის ეკონომიკის ჯგუფი ვერ იფუნქციონირებს მანამ, სანამ რუსეთი მისი წევრი იქნება, - განაცხადა კანადის ფინანსთა მინისტრმა კრისტია ფრილანდმა ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრაზე. „დიდ ოცეულს არ შეუძლია ეფექტურად ფუნქციონირება რუსეთთან ერთად,“- განაცხადა ფრილანდმა. გარდა ამისა, დაძაბულობამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა G20-ის ეფექტურობა, რომელიც მოიცავს დასავლეთის ქვეყნებს, რომლებმაც მოსკოვი დაადანაშაულეს უკრაინაში ომის წამოწყებასა და ჩადენილ დანაშაულებებში. „რუსეთს არ აქვს ადგილი იმ ქვეყნების მაგიდასთან, რომლებიც გაერთიანდნენ გლობალური ეკონომიკური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად“, -აღნიშნა ფრილანდმა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა საერთაშორისო წესები სამხრეთ უკრაინაში შეჭრით დაარღვია. „არ შეიძლება ერთდროულად იყო ბრაკონიერიც და მცველიც,“ - დასძინა კანადის ფინანსთა მინისტრმა. ამასთან ერთდ, შეხვედრებზე რუსეთის ყოფნის გამო უთანხმოება გამოიკვეთა მთელი კვირის განმავლობაში. აშშ-ს, კანადის, ბრიტანეთის და სხვა დასავლეთის ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა რუსეთის გამოსვლების დროს დარბაზი ზედიზედ სამჯერ დემონსტრაციულად დატოვეს. თუმცა წლევანდელი G20-ის მასპინძელი ქვეყანა ინდონეზია კვლავ ოპტიმისტურადაა განწყობილი და აცხადებს, რომ მიუხედავად დაძაბულობისა პროგრესის რიგ საკითხებში მიღწევა მაინც შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დასავლეთის ქვეყანა, განსაკუთრებით კი - ჩინეთი თვლის, რომ რუსეთს გლობალურ შეხვედრებზე დასწრების უფლება უნდა ჩამოერთვას.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)