00:39 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-23 12:17:16, 1621 ნახვა

ომი უკრაინაში
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 208 ბავშვი დაიღუპა, 595 კი დაშავდა

რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ომს  208 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 595 დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრინის პროკურატურა ავრცელებს .

პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 120, კიევის ოლქში - 113, ხარკოვის ოლქში - 91, ჩერნიგოვის ოლქში - 66, ხერსონის ოლქში - 44, მიკოლაევის ოლქში - 41, ლუგანსკის ოლქში - 37, ზაპოროჟიეს ოლქში - 25, დედაქალაქში - 16, სუმის ოლქში - 17, ჟიტომირის ოლქში - 15.

„20 აპრილს, აგრესორი ქვეყნის სამხედროების მიერ ზაპოროჟიის ოლქის პოხოვსკის რაიონის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტების დაბომბვის შედეგად, 5 წლის ბავშვი დაშავდა,“ -აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა სამხედრო ოპერაცია, რამდენიმე წუთის შემდეგ, სარაკეტო დარტყმები დაიწყო ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics