|
2022-04-22 15:46:28, 1446 ნახვა
მსოფლიო
ავტრალიამ 114 რუს სენატორს, მათ შორის პუტინისა და ლავროვის შვილებს, სანქციები დაუწესა
ავსტრალიამ რუსეთის 144 რუს სენატორს, რომლებმაც ე.წ დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების "არალეგიტიმურად" აღიარებას მხარი დაუჭირეს, სანქციები დაუწესა.ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სენატორებთან ერთად ავსტრალიის მთავრობამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილებს : კატერინა ტიხონოვას, მარია ვორონცოვასა და ეკატერინა ვინოკუროვას სანქციები და მოგზაურობის აკრძალვა დაუწესა. „ავსტრალია გააგრძელებს რუსეთისთვის ხარჯების გაზრდას იმ ადამიანების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია უკრაინის მიმართ განხორციელებულ ასეთ აგრესიაზე. იმის მოუხედავად, რომ რუსეთი თავის შეჭრას "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს,უკრაინის დემილიტარიზაციისა და "დენაზიფიკაციის" მიზნით, “ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა მარისა პეინმა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ავსტრალიამ მიზანმიმართული ფინანსური სანქციები 14 რუსულ სახელმწიფო საწარმოს დაუწესა, მათ შორის თავდაცვასთან დაკავშირებულ ბიზნესებს, როგორიცაა სატვირთო მანქანების მწარმოებელი KamAZ (KMAZ.MM) და გადამზიდავი კომპანიები SEVMASH და United.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)