|
2022-04-21 14:03:40, 2307 ნახვა
მსოფლიო
ავსტრიამ რუსეთიდან ნავთობის მიღება შეწყვიტა
ავსტრიამ რუსეთიდან ნავთობის მიღება შეწყვიტა. ამის შესახებ გამოცემა Kronen Zeitung წერს. ავსტრიული ნავთობისა და გაზის კომპანიის OMV-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყანა ყოველთვის ყიდულობდა მცირე რაოდენობით რუსულ ნავთობს. „რუსეთში ნავთობის შესყიდვა ყოველთვის ძალიან დაბალი იყო, ომის დაწყებიდან ჩვენ ის შევცვალეთ ბაზრის სხვა ნავთობით“, - განაცხადა მან. ავსტრიის სტატისტიკის სამსახურისა და ნავთობის მრეწველობის ასოციაციის მონაცემებით, რუსეთიდან იმპორტმა დაახლოებით 7,8% შეადგინა. ყაზახეთი მრავალი წლის განმავლობაში იყო ავსტრიის ნავთობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმწოდებელი, იმპორტის 38,9%-ით. მეორე და მესამე ადგილზეა ლიბია 22,1%-ით და ერაყი 20,7%-ით. ომის დაწყებამდე ავსტრიაში მიიჩნევდნენ, რომ რუსულ გაზზე უარის თქმას რამდენიმე წელიწადში შეძლებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)