|
2022-04-20 16:47:43, 1102 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - რუსული საკვები პროდუქტები ევროპულზე ხარისხიანია, თუ ბაზრიდან გავლენ, მეტი შესაძლებლობები გაიხსნება
ბევრი კომპანია აცხადებს, რომ ტოვებს რუსეთის ბაზარს, „მაგრამ არ ტოვებს“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ერთ-ერთი სწრაფი კვების ობიექტის დამფუძნებელთან სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე „რუსეთი შესაძლებლობების ქვეყანაა“ საუბრისას განაცხადა. „ბევრი აცხადებს, რომ ჩვენი ბაზრიდან მიდის, მაგრამ არ მიდიან. ამიტომ თუ ისინი წავლენ, მაშინ მართლაც შესაძლებლობები გაიხსნება, ბაზარი გათავისუფლდება. 100%-ით ვარ დარწმუნებული იმაში, რომ უცხოელი მესაკუთრეებისა და მწარმოებლების ჩანაცვლება ჩვენი მოქალაქეების მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს“, - აღნიშნა პუტინმა. გარდა ამისა პუტინი ასევე მიიჩნევს, რომ რუსული საკვები პროდუქტები უფრო ხარისხიანია და ჯანსაღია ვიდრე ევროპული, რადგან ევროპულ პროდუქტებში „ზედმეტად ბევრი ქიმია გამოიყენება“. „უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრი მათგანი იყენებს რუსულ პროდუქტებს, ეს სიმართლეა. საზოგადოებრივი კვების უცხოელი მესაკუთრეები დაახლოებით 50-60 პროცენტით, ზოგჯერ 90-ითაც კი იყენებენ რუსულ პროდუქტებს და სწორსაც აკეთებენ, რადგან ხარისხი უკეთესია. ბევრად უკეთესია, ვიდრე იმავე ევროპაში, რადგან იქ გამოიყენება ზედმეტად ბევრი ქიმია, ჩვენთან ამის გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა ნორმა უფრო მკაცრია“, – დასძინა პუტინმა.. ამასთან ერთად, როგორც ადრე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, უცხოურ კომპანიებს, რომლებმაც შეაჩერეს მუშაობა რუსეთში, სურთ უკან დაბრუნება და ისინი ამას გააკეთებენ. საკითხავია უბრალოდ როდის და რა დანაკარგებით მოხდება ეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)