|
2022-04-19 16:13:16, 1177 ნახვა
საზოგადოება
ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ველური ბუნების სააგენტოს უფროსმა რევაზ ბეჟაშვილმა, შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელმა ხათუნა ზალდასტანიშვილმა და პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ განმახორციელებელი ჯგუფის წევრებმა პროექტის კონცეფციაზე, საწყის ფაზაში განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. „პროგრამის ფარგლებში დაიწყო მუშაობა კანონპროექტზე „ნადირობისა და სანადირო სახეობათა მართვის შესახებ“. შედეგად, ქვეყნის მასშტაბით მოხდება მონადირეთა სერტიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს ბრაკონიერობის შემცირებასა და ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ მონადირეთა სერტიფიცირების სისტემის შექმნას. კანონპროექტის მიზანია ნადირობის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ფასეულობების თანაბრად გათვალისწინება და სანადირო სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს (ჰაბიტატი) მდგრადი მართვა.პროგრამის მიხედვით კრწანისის ტყეპარკის სივრცე იმგვარად მოეწყობა, რომ შენარჩუნდეს და აღდგეს არსებული ეკოსისტემა. კრწანისის ტყეპარკში რეკრეაციისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე გათვალისწინებული პირველი საჯარო სივრცე შეიქმნება და „სამხრეთ კავკასიის ეკოსისტემების კვლევისა და აღდგენის ცენტრი“ დაფუძნდება.პროგრამა „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო 2021-2024“ შეიმუშავა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ხოლო დაფინანსებულია შვედეთის საელჩოს მიერ. პროგრამა დაეხმარება ველური ბუნების სააგენტოს გააძლიეროს ინსტიტუციური შესაძლებლობები, გააუმჯობესოს მართვის ეფექტიანობა და ხელი შეუწყოს საქართველოს ველური ბუნების მდგრად მართვას. პროექტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში არსებულ პრიორიტეტებთან. პროექტის ბიუჯეტი 939 000 ევროს შეადგენს,"-ვკითხულობთ განცხადებაში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)