|
2022-04-19 10:43:38, 752 ნახვა
საზოგადოება
გლდანის მესამე მიკროს N12-13-13ა კორპუსებთან, ავტოფარეხების ნაცვლად, სკვერი მოეწყობა
გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, მესამე მიკროს N12-13-13ა კორპუსების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ავტოფარეხების დემონტაჟსა და მის ადგილას რეკრეაციული სივრცის მოწყობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე ავტოფარეხის მეპატრონემ დემონტაჟის პროცესი დაიწყო. ,,მესამე მიკროს N12-13-13ა კორპუსების ირგვლივ დაახლოებით, 30 ავტოფარეხია აშენებული, რომელიც მთლიანად ითვისებს ეზოს და სკვერის მოწყობის საშუალებას არ გვაძლევს. მოსახლეობის მხრიდან გვქონდა არაერთი მომართვა რეკრეაციული სივრცის მოწყობის შესახებ, ავტოფარეხები კი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია როგორც მოსახლეობასთან ასევე, მეპატრონეებთან და დღეს უკვე დაიწყო რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი, რისთვისაც გვინდა მათ მადლობა გადავუხადოთ“, - განაცხადა ლევან ნაროუშვილმა. აღნიშნულ მისამართზე გლდანის რაიონის გამგეობის მიერ რეკრეაციული სივრცე და საპარკინგე ზონა მოეწყობა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)