|
2022-04-18 17:01:54, 1146 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო
დედაქალაქის მერიამ მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო. კახა კალაძის თქმით, სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს იგეგმება. „დღეს დავიწყეთ მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია-განახლება. მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, რადგან ხიდი ცუდ მდგომარეობაშია. პროექტის ფარგლებში, განახლდება სავალი გზა, საძირკველი რეაბილიტირდება, განათების სისტემა და ტროტუარი მოწესრიგდება. სამუშაოები, დაახლოებით, ზაფხულის ბოლოს დასრულდება. გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს ცენტრალური გზის გადაკეტვა, მაგრამ შევეცდებით, ღამის საათებში ვიმუშაოთ და დღის განმავლობაში სანაპიროზე მოძრაობა თავისუფლად იყოს შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ. დაგეგმილი სამუშაოების გამო, დღესვე, მეტეხის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა. მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „ბესკო“ შეასრულებს. მეტეხის ხიდზე ასევე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და თბილისის საკრებულოს წევრები.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)