|
2022-04-18 14:54:30, 925 ნახვა
მსოფლიო
თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყში, ქურთისტანის სამხედრო ობიექტებზე საჰაერო იერიში განახორციელა
თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყში, ქურთისტანის სამხედრო ობიექტებზე საჰაერო იერიში განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰელუსი აკარა ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ოპერაციის მთავარი სამიზნე იყო ერაყის მეტინაზე, საპსა და ავასინ - ბასიანის რეგიონებზე. ოპერაციაში, საჰაერო ძალებთან ერთად, სპეციალური ძალები მონაწილეობდნენ. " სახელწოდებით ოპერაცია Claw Lock, მიზნად ისახავდა ტერორისტული თავდასხმების პრევენციას და საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მას შემდეგ, რაც გამოვლინდა, რომ PKK ფართომასშტაბიან თავდასხმას გეგმავდა". - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში . ცნობისთვის, თურქეთი რეგულარულად ესხმის თავს ჩრდილოეთ ერაყს, რეგიონს, სადაც ის მუდმივად აგზავნის შეიარაღებულ რაზმებს თავისი აგრესიის განსახორციელებლად. შეგახსენებთ, რომ PKK თურქეთს იარაღით 1984 წლიდან დაუპირისპირდა. მას შემდეგ კონფლიქტში 40 ათასი ადამიანი დაიღუპა. თურქეთის ოფიციალური პირები კერძო საუბრებში ამბობენ, რომ ქურთისტანის მუშათა პარტიას მხარს ოფიციალური ბაღდადი უჭერს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)