|
2022-04-16 14:07:51, 1200 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა ბორის ჯონსონს და მისი კაბინეტის წევრებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და მისი კაბინეტის რამდენიმე წევრს, - ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. ჯონსონის გარდა, "სტოპ სიაში" შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი ელიზაბეტ ტრასი, თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი, ვიცე-პრემიერი და იუსტიციის მინისტრი დომინიკ რააბი, ხაზინის მდივანი რიში სუნაკი და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი გადადგა ბრიტანეთის უპრეცედენტო მტრული ზომების საპასუხოდ, მათ შორის სანქციების გამო რუსეთის უმაღლესი ოფიციალური პირების მიმართ. როგორც ცნობილია, გაფართოვდება იმ პირთა სია, რომლებსაც რუსეთში შესვლა ეკრძალებათ. მანამდე რუსეთმა აკრძალა აშშ-ის პრეზიდენტის ბაიდენისა და რიგი ამერიკელი ოფიციალური პირების შესვლა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)