2022-04-15 13:58:20, 2097 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსული მხარე - უკრაინის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, კიევზე სარაკეტო დარტყმებს გავაძლიერებთ
თუ უკრაინა რუსეთზე იერშს მიიტანს, მაშინ რუსეთი კიევზე ახალ სარაკეტო დარტყმას განახორციელებს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.
„კიევის სამიზნეებზე სარაკეტო დარტყმების რაოდენობა და მასშტაბები გაიზრდება კიევის ნაციონალისტური რეჟიმის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული ხასიათის ნებისმიერი თავდასხმის ან დივერსიის ჩადენის საპასუხოდ“, - აღნიშნა კონაშენკოვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენიტეტი 24 თებერვალს დაარღვია, როცა ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ განაცხადა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის წუთიდან დაიწყო ქალაქების დაბომბვა, რაც ამ დრომდე გრძელდება.,მის ქმედებებს უდანაშაულო ბავშვებისა და ქალების სიცოცხლე ეწირება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,