19:29 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-15 13:06:28, 1514 ნახვა

სამართალი
ირაკლი შოთაძემ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში შეტანილი წვლილისთვის წარმატებული პროკურორები დააჯილდოვა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების 2021 წლის შედეგები შეაჯამა და წარმატებული პროკურორები დააჯილდოვა. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალურმა პროკურორმა განრიდება-მედიაციის პროგრამის შედეგებზე, არასრულწლოვანთა განრიდების პროცესში პროკურატურის როლზე და პროკურატურაში არსებულ არასრულწლოვანთა განრიდების საქმეების მონიტორინგის მექანიზმზე ისაუბრა. 

მათივე ინფორმაციით, ირაკლი შოთაძემ ყურადღება გაამახვილა პროკურატურის მიერ განხორციელებულ კვლევით საქმიანობაზე, რომელიც პროკურატურას და პროგრამაში ჩართულ სხვა მონაწილე უწყებებს შესაძლებლობას აძლევს სწორად განისაზღვროს მათ მიერ განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებები. ასევე ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის, მულტიდისციპლინური მიდგომების გაძლიერების, აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროს გაფართოების მნიშვნელობას.

"ღონისძიებაზე სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ია ჩხეიძემ განრიდება-მედიაციის პროგრამის 11 წლის შედეგების პრეზენტაცია წარმოადგინა. 2021 წელს პროკურორთა მიერ არასრულწლოვანთა მიმართ პრიორიტეტულად სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული ღონისძიებები იქნა გამოყენებული. განრიდებული და  ბრალდებული არასრულწლოვნებიდან რომლებიც განრიდების კანონით დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ, განრიდების ხვედრითი წილი  80%-ია.

ასევე, სასამართლოდან განრიდების მიზნით არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეთა დაბრუნების მაჩვენებელი მხოლოდ 5%-ია, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში განმეორებითი დანაშაული არასრულწლოვანთა მხოლოდ 2-მა პროცენტმა ჩაიდინა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ ღონისძიებას, გენერალური პროკურატურის მოადგილეები,  საპროკურორო საბჭოს წევრები და პროკურატურის წარმომადგენლები   ესწრებოდნენ. 

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა 2021 წლის განმავლობაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში შეტანილი წვლილისთვის პროკურორები: გვანცა ტაბატაძე, შოთა ჩხაიძე, თინათინ ზუბაშვილი, ილია გელბახიანი და ხატია გოგრიჭიანი სიგელებით დააჯილდოვა." - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics