07:10 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 17:50:38, 907 ნახვა

საზოგადოება
გენერალურ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის წარდგენა გაიმართა

გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის წარდგენა გაიმართა. 

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უწყებების,  ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის  ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ  ანგარიშის  და ახლადფორმირებული დეპარტამენტის პრეზენტაცია გაიმართა. 

ღონისძიება  რომელსაც  სახელმწიფო უწყებების და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საპროკურორო საბჭოს წევრები, პარლამენტის და სახალხო დამცველის აპარატის წევრები ესწრებოდნენ  გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა გახსნა.

 ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების ანგარიში,  ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა სალომე შენგელიამ და დეპარტამენტის პროკურორებმა წარადგინეს. ანგარიში მოიცავდა დეპარტამენტის საქმიანობასა და პრიორიტეტულ დანაშაულებზე განხორციელებულ  ღონისძიებებს როგორებიცაა: ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ქალთა მიმართ გენდერული ძალადობა და ოჯახში ძალადობა, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულები, შშმ პირების უფლებების დარღვევის ფაქტები, უფლებადამცველების, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულები, არასათანადო მოპყრობის ფაქტები. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  დეპარტამენტის პრიორიტეტულ მიმართულებას  ასევე პროკურატურის გენდერული ორგანიზაციული პოლიტიკის გაუმჯობესება წარმოადგენს და ამ მიზნით, პროკურატურის გენდერული თანასწორობის 6-წლიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო. 

ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ინოვაციური მიდგომებისა და  პროკურორების განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა, ასევე დაზარალებულზე მორგებული მიდგომების პრაქტიკაში იმპლემენტაცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინმა ბრძანა ომის გასაგრძელებლად ბიუჯეტი მოამზადონ
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics