|
2022-04-14 16:51:52, 960 ნახვა
საზოგადოება
დედაენის ბაღში ქართული ენის დღე აღინიშნა
თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაენის ბაღში, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო. „სასიხარულოა, რომ ტრადიციად იქცა სახელმწიფო ენის აღნიშვნა დედაენის პარკში. მოგეხსენებათ, 1978 წელს სტუდენტებმა ააგორეს ტალღა, რომელმაც დაიცვა ჩვენი ენის კონსტიტუციური სტატუსი. სიმბოლურია, რომ დღეს ასევე იწურება თბილისისთვის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი, რომელსაც იგი ბოლო ერთი წელი ატარებდა. ამან მოგვცა კიდევ ერთი შესაძლებლობა, მსოფლიოსთვის გაგვეცნო ჩვენი დამწერლობა და მწერლები“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. მერის მოადგილემ კიდევ ერთხელ მიიწვია დედაენის ბაღში მიმდინარე ღონისძიებებზე უფროსები და ბავშვები. დედაენის დღის ფარგლებში, ქართული გამომცემლობების მიერ მოეწყო წიგნების გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა საჯარო საუბრები ქართულ ენასთან და 1978 წლის მოვლენებთან დაკავშირებულ თემებზე, ასევე, ბავშვებისთვის დაიგეგმა სპეციალური გასართობ-შემეცნებითი აქტივობები. გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ბაღში თემატური აუდიო და ვიზუალური ინსტალაციები განთავსდა.
პუტინმა ბრძანა ომის გასაგრძელებლად ბიუჯეტი მოამზადონ
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)