|
2022-04-14 15:56:14, 1009 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრომ შშმ პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა
შშმ პირთა უფლებების შესახებ გაერო-ს კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია; შშმ პირებისთვის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სერვისების და ინფრასტრუქტურის ადაპტირების გზით; პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შშმ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა მათი სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით − ეს ის საკითხებია, რომლებსაც შშმ პირთა უფლებების დაცვის დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი ხელმძღვანელობდა. მინისტრის მოადგილემ პრეზენტაციის მონაწილეებს შშმ პირთა უფლებების დაცვის და სერვისებზე წვდომის გაუმჯობესების მიზნით სამინისტროს მიერ უკვე განხორციელებული ღონისძიებებიც გააცნო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2021წლიდან პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე შესაძლებელია შშმ პირის უვადოდ დადგენილი სტატუსის დატანა; დანერგილია ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის ადაპტირებული მომსახურება; განხორციელდა ინფრასტრუქტურის ადაპტირება შშმ პირებისთვის; დაწყებულია იუსტიციის სამინისტროს სისტემის უწყებების ოფიციალური ვებგვერდების ადაპტირების პროცესი და სხვ. ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ შშმ პირები, მათი უფლებების დაცვაზე მომუშავე პირები და დონორი ორგანიზაციები. მათი ნაწილი პრეზენტაციაში რეგიონებიდან, დისტანციურად მონაწილეობდა.
პუტინმა ბრძანა ომის გასაგრძელებლად ბიუჯეტი მოამზადონ
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)