|
2022-04-13 22:39:39, 1372 ნახვა
საზოგადოება
რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ცხინვალელი ჯარისკაცი დაიღუპა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მედიით 13 აპრილს გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა რუსეთ-უკრაინის ომში. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს სარდლობა და პირადი შემადგენლობა გლოვობს სპეცდანიშნულების ბატალიონის ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, რუსლან ბესაევის გარდაცვალებას და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ბესაევი რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი იყო და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობდა. ცხინვალში ამ ომს რუსეთის სპეცოპერაციას უწოდებენ. ბესაევი უკრაინის ქალაქ მარიუპოლში დაიღუპა. დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსლან ბესაევი დაიბადა 1986 წლის 14 ივლისს. ის სხვადასხვა დროს მსახურობდა სამშვიდობო ძალების ოსურ ბატალიონში, სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს რიგ დანაყოფებში (საარტილერიო ბატალიონი, სპეცდანიშნულების ბატალიონი) და მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში.
პუტინმა ბრძანა ომის გასაგრძელებლად ბიუჯეტი მოამზადონ
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)