16:00 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 15:23:00, 1596 ნახვა

ომი უკრაინაში
დნიპროს მერის მოადგილე: მორგებში 1 500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის ცხედარია, მათი წაყვანა არავის სურს

უკრაინის ქალაქ დნიპროს მორგებში 1500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის ცხედარია, რომელთა წაღება არავის სურს. ამის შესახებ მერის მოადგილემ, მიხაილ ლისენკომ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა. 

მან მოუწოდა რუსი ჯარისკაცების დედებს, რომ ჩამოვიდნენ და თავიანთი შვილების ცხედრები წაიღონ.

„ახლა დნეპრის მორგებში არის 1500-ზე მეტი დაღუპული რუსი ჯარისკაცი, რომელთა წაყვანაც არავის სურს. ისინი მაცივრებში გვყავს. ვიმედოვნებთ, რომ ერთ-ერთი რუსი დედა შეძლებს მოსვლას და მათ წაღებას. ისინი არიან შვილები, რომლებსაც მთელი ცხოვრება ზრდიდნენ. უკვე ოთხი მაცივარი გვაქვს რუსი ჯარისკაცების გვამებით სავსე, რაც არ უნდა იყოს, ვიღაცის შვილები არიან, დედები ზრდიდნენ, უყვარდათ, მათთან ერთად დადიოდნენ სკოლაში“, - განაცხადა ლისენკომ.

შეგახსენებთ, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქში უკრაინელმა დამცველებმა დონეცკის რეგიონიდან მფრინავი რუსი ოკუპანტების თვითმფრინავი ჩამოაგდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics